თბილისში, აგროჰაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ დაშავებული “ევექსის” კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. გავრცელებული ინფორმაციით, მძროლი არ მიმალულა და ის ადგილზე იმყოფება.
მომხდარზე გამოძიება სისხლისს ამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდიონარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.