ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივანიშვილისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მწვანე კონცხის ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გადაცემა იგეგმება

ბათუმის “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს  დეპუტატი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ  საკრებულო დღეს ბიძინა ივანიშვილს ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მწვანე კონცხის ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გადაცემაზე იმსჯელებს.

მისი თქმით, მიწის გადაცემა ბათუმის პანორამისთვის 49 წლიანი იჯარით მოხდება. საკრებულოს წევრის ინფორმაციით,  ტერიტორიის პირდაპირი წესით გადაცემაზე თანხმობა აჭარის მთავრობამ უკვე განაცხადა, დღეს კი საკითხს რიგგარეშე სხოდმაზე, საკრებულო გადაწყვეტს.

” დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს წევრები ამხელა ზეწოლას ვერ გაუძლებენ. ისინი მხარს დაუჭერენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს პრინციპში საკუთრებაში გადასცენ ბოტანიკური ბაღი. თბილისი პანორამის მსგავსად, ალბათ ჩვენ გვექნება ბათუმი პანორამა და ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილმა თბილისის ბოტანიკური ბაღი შეიერთა, რეალურად, უნიკალური ბათუმის ბოტანიკური ბაღი იქნება მისი სასტუმროს ეზო.

ეს სიტუაცია იქამდე მიგვიყვანს, რომ  ბათუმელებისთვის, ბათუმის სტუმრებისთვის ბოტანიკური ბაღი გახდება მიუწვდომელი, ის რეალურად იქცევა ბიძინა ივანიშვილის ეზოდ,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.

 

 

იტვირთბა....