თურქეთის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეო-კადრებს თურქული მედია ავრცელებს,
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მამაკაცები ქუჩაში მიმავალ ქალს თავს დაესხნენ და მობილური ტელეფონის წაართმევა სცადეს.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დააკავეს.