საქართველოს პარლამენტი, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის მესამე მოსმენასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტი უფლებამოსილია საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს.
კანონპროექტის მოსმენა 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან არის დაგეგმილი.
„საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს.
„კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე.
„აღნიშნული მიზნით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 14 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს,“ – ნათქვამია განცხადებაში.