ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია გაიმართა. ევროპის მოედანზე რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა. ხალხის სიმცირის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს აქციაზე ჩასულმა პარტიის ლიდერებმა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდეს.
პარტიის ლიდერებმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს. ისინი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტას მოითხოვენ.
“თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, არ გამოვრიცხავ, აქციები მთავრობის გადაყენების მოთხოვნით გაიმართოს”, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქარველოს პარლამენტთან ამ დროისთვის იმავე მოთხოვნებით 20-მდე მხარდამჭერი შიმშილობს. პარტია აქციების ფორმატში ამომრჩეველთან შეხვედრების გაგრძელებას რეგიონებში რვა ოქტომბრამდე გეგმავს.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი