ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მაშველები თხოვდნენ არ გადმომხტარიყო”: ვარკეთილში თვითმკვლელობის მცდელობა აღკვეთეს

მაშველებმა ვარკეთილში თვითმკვლელობის მცდელობა აღკვეთეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან,  ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილისგან მაშველებმა იხსნეს. ,,112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ თბილისში, ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტომას აპირებდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფი გაგზავნეს. ისინი რამდენიმე სააათის განმავლობაში ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ ახალგაზრდა მამაკაცი, რომ სიმაღლიდან არ გადამხტარიყო. რამდენიმეხნიანი თხოვნის შემდეგ, საბოლოოდ, ის თოკით ჩამოიყვანეს.

იტვირთბა....