პასპორტი, რომელიც მომპარეს, ახლა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კაბინეტშია – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს ინფორმაცია სანდო წყაროსგან მივიღე. პასპორტი, რომელიც მომპარეს, ახლა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო ალექსეევიჩის კაბინეტშია. მას პასპორტი ჩემი დაბრუნებიდან მეორე დილითვე სამსახურში დაახვედრეს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში, სასტუმრო „ლეოპოლის“ წინ, ჟურნალისტების თანდასწრებით საზღვრის არაკანონიერად გადაკვეთის შესახებ ადმინისტრატიულ პროტოკოლს ხელი მოაწერა.