ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართველთა მარშის” წევრები დღეს კალაძის საარჩევნო შტაბის პიკეტირებას გეგმავენ

“ქართველთა მარშის” წევრების განცხადებით, დღეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის პიკეტირებას გეგმავენ.  გაერთიანების წარმომადგენლები “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისამდე მსვლელობას მეტრო “რუსთაველიდან” მოაწყობენ და სოროსის ფონდის  აკრძალვას მოითხოვენ.  კახი კალაძის შტაბთან კი, “ქართველთა მარში” მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვას მოითხოვს.

“კახა კალაძისგან ვითხოვთ პასუხს კითხვაზე, როდესაც “ქართული ოცნება”  შეპირდა საზოგადოებრიობას, რომ ქართული მიწა არ გაიყიდებოდა და ეს იქნებოდა ჩაწერილი კონსტიტუციაში და შესაბამის კანონმდებლობაში, რატომ მოიტყუეს?” – აცხდებს ”ქართული მარშის” ორგანიზატორი, სანდრო ბრეგაძე.

ჯერჯერობით უცნობია დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. უწყებაში არ გაკეთებულა განმარტება, იქნება თუ არა აქციების ადგილას გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები.

 

იტვირთბა....