თბილისში, აეროპორტის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 3 ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად 6 მგზავრი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
უწყებაში “მეტრონომს” განუმარტეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.