ცნობილმა მომღერალმა რობი უილიამსმა რუსეთში, კერძოდ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. როგორც ტურის ორგანიზატორები ამბობენ ამის მიზეზი მისი ავადმყოფობა გახდა. ეს ინფორმაცია Facebook-ზე სააგენტო TCI-ის პრეზიდენტმა ედუარდ რატნიკოვმა გაავრცელა.
მან ასევე დაწერა, რომ ვისაც უკვე ბილეთები აღებული აქვთ, სულ მალე მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს დაბრუნება.
შეგახსენებთ, კონცერტები მოსკოვში 10 სექტემბერს და სანკტ-პეტერბურგში 7 სექტემბერს უნდა გამართულიყო.