ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პროცესი დარჩა “მამალაძე-თეთრუაშვილის” დონეზე და 9 თუ მეტი წელი არ მიესაჯა”

ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ კომენტარს აკეთებს, ექსპერტი არჩილ გამზარდია:

“სასამართლოს გადაწყვეტილების უსამართლობა მხოლოდ იმ დონეზე შემიძლია განვიხილო, რომ პროცესი დარჩა “მამალაძე-თეთრიაშვილის” დონეზე და 9 თუ მეტი წელი არ მიესაჯა სულო ცოტა, წმინდა სინოდის რამდენიმე წევრს.

“საუკუნის პროცესი” არ შეიძლება ერქვას რომელიმე დეკანოზისა და საპატრიარქოს ადმინისტრაციული თანამშრომლის შორის შესაძლო მძიმე კავშირს. თუ ვეძახით “საუკუნის პროცესს”, კიდეც უნდა განვიხილოთ იმ პირთან მიმართებაში, რომელიც შეიძლება ამ დონეზე იყოს მნიშვნელოვანი.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის მხრიდან კი ნამდვილად მკრეხელობაა ბრალდებული დეკანოზის მაცხოვართან გათანაბრება.

მთელ ამ პროცესში კი პოლიტიკურმა ავანტიურამ ბევრად მეტი ადგილი იპოვა ვიდრე თავად შესაძლო უბედურებამ და მასში დაფარულმა პირებმა”.

შეგახსენებთ, საუკუნის სასამართლო პროცესზე, ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა – მოსამართლემ ბრალდებულ დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა 108-ე მუხლით მიუსაჯა.

ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლო პროცესს არ დაესწრო. მიზეზი უცნობია.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ბრალდებულის ძმამ მოსამართლეს მონა უწოდა და დარბაზი დატოვა.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

იტვირთბა....