ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებულ სოფელ ოტრევთან ხანძარი ლოკალიზებულია

ოკუპირებულ სოფელ ოტრევთან ხანძარი ლოკალიზებულია და დასახლებულ პუნქტებთან ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, -ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან.
შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ქართულმა მხარემ დე ფაქტო ცხინვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა, თუმცა, პასუხი არ მიუღიათ.
შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, მთელი ღამის განმავლობაში, იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები.

იტვირთბა....