ახალციხეში, ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე დღეს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ის გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
Agile Spirit 2017-ის ოფიციალურად გახსნას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრება.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017-ისთვის განკუთვნილი მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია. M1 Abrams ტიპის ტანკები, საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორები LAV, ასევე მსუბუქი და მხარდამჭერი ტექნიკა ფოთის პორტში ჩამოიტვირთა და სარკინიგზო გზით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე გაემართა.
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2017 საქართველოს შეიარაღებული ძალების და აშშ-ის საზღვაო ქვეითების ორგანიზებით გაიმართება, სამხედრო სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა-თავდაცვით ოპერაციებს ემყარება