ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საკუთარ საძინებლებში ველოდოთ ბალიშის თვითაალებას თუ რა ვქნათ?”

“რუსთავი 2”-ის დირექტორი, ნიკა გვარამია, ბოლო პერიოდში გახშირებულ ხანძრებს  სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ეს ხანძრები რა ციცინათლებივით ინთება ხან აქ, ხან იქ? რაიმე ახსნას მოვისმენთ მთავრობისგან ოდესმე? ვის რისი ჯერა, მეასეხარისხოვანია. ლოგიკური და დასაბუთებული ახსნა მაინტერესებს მეც და ალბათ სხვასაც. ბოლო ერთი თვეა ქვეყანაში მეტი არაფერი ხდება. მანამდე მიყოლებით დაიწვა პრაქტიკულად ყველა ბაზრობა. და ასე ვისხდეთ გაურკვევლად და საკუთარ საძინებლებში ველოდოთ ბალიშის თვითაალებას თუ რა ვქნათ?”-წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი კვლავ გაჩნდა. ამ ეტაპზე ის ლოკალიზებულია და სამუშაოები მისი საბოლოო ლიკვიდაციისთვის მიმდინარეობს.

იტვირთბა....