ერთ-ერთმა მოქალაქემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატისთვის ზაალ უდუმაშვილისთვის ბრიფინგის ჩატარებაში ხელის შეშლა სცადა. უდუმაშვილი თბილისის მერიასთან უწყებაში არსებულ ხარჯებზე და უმიზნო თანხების ფლანგვაზე საუბრობდა, რა დროსაც, მოქალაქემ მერობის კანდიდატს ხმამაღლა მიმართა და გაჩუმებისკენ მოუწოდა.
მამაკაცი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფაქტს სუს-ის მიერ ორგანიზებულს უწოდებენ. პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პირი ბრიფინგზე კახა კალაძის ბიძაშვილთან ერთად მივიდა და მას ხეისუფლებისგან კონკრეტული დავალება ჰქონდა მიღებული.