“ზოგადად, ნარკოტიკის წინააღმდეგი ვარ ყველა ფორმით და ჯანსაღი ცხოვრების წესს მივესალმები,” – აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი შვილი, რეპერი ბერა ივანიშვილი, რომელიც ანაკლიაში GEMFEST-ზე იმყოფებოდა.
სწორედ აღნიშნულ ფესტივალზე გუშინ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა ჟურნალისტმა ბერას ე.წ. კლუბური ნარკოტიკის შესახებ.
“მე ეს კონკრეტული შემთხვევა არ ვიცი, ასე რომ ვერ შევაფასებ, თქვენგან ვიგებ პირველად ამ შემთხვევის შესახებ, ასე რომ არ ვიცი, საკმარის ინფორმაციას არ ვფლობ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბერამ.
შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ ბერა ივანიშვილი გამოეხმაურა Birja Mafia-ს რეპერების დაკავებას ნარკოდანაშაულის ბრალდებით.“თქვენთან ვარ, ბიჭებო!” – დაწერა ბერა ივანიშვილმა ფეისბუკში.
მოგვიანებით დაკავებული რეპერები სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
netgazeti.ge