ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რას იტყვის გიორგი მამალაძე: დღეს ბრალდებული დეკანოზი დაიკითხება

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

დღეს, ე.წ.ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე უნდა დაიკითხოს. როგორც საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მოლოდინი აქვთ, რომ მამალაძე ჩვენებას კიდევ ერთხელ შეცვლის:

”დაველოდებით ბრალდებული გააჟღერებს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ინფორმაციას თუ შეცვლის, როგორც მას ჩვევია და მოგვაწვდის ახალ ინფორმაციას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის შეცვლის ჩვენებას, რადგან ბრალდებულმა გამოძიების პირველ და მეორე ეტაპებზე ჩვენებები  სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციით მისცა”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

პროკურორი აცხადებს, რომ სასამართლოს მიმდინარეობისას დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე, გამოკვლეულია არაერთი მტკიცებულება და ცალსახად დადასტურებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენების მიცემის დროს იტყუებოდა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....