ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: ფირცხალავას თქმით, ირაკლი მამალაძე თემურ თათარაშვილის დაკავებაში მონაწილეობდა

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარის მოწმემ, ძალოვანი უწყების ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავამ დაადასტურა კონკრეტული საქმეები თუ მათი სახელი და გვარები, სადაც მონაწილეობდა პროკურატურის ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე, როგორც ე.წ. აგენტი პროვოკატორი. ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ როგორც მოწმემ სასამართლოს განუცხადა, ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული საქმე იყო მომღერალ თემურ თათარაშვილის და ჟურნალისტ გიო გაბუნიასი (გადაცემის ავტორი: “გიო გაბუნიას მოგზაურობა”, რედ). ფანცულაია აცხადებს, რომ მათ დაჭერაში, როგორც აგენტი-პროვოკატორი, მონაწილეობდა ირაკლი მამალაძე და მას ამისთვის გარკვეული თანხაც გადაუხადეს:

”ირაკლი ფირცხალავამ კონკრეტულად გაიხსენა საქმეები, სადაც მონაწილეობას იღებდა ირაკლი მამალაძე, როგორც აგენტი პროვოკატორი. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია თემურ თათარაშვილის საქმე, სადაც ის იყო აგენტ-პროვოკატორი და მან გაიხსენა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეც, რომლის დაკავება მოხდა ე.წ. აგენტ-პროვოკატორ ირაკლი მამალაძის მიერ. უფრო მეტიც, მან თანხებიც კი გააჟღერა, ამის სანაცვლოდ რა თანხა მიიღო მამალაძემ. მან დაასახელა სახელი და გვარებიც, ძალოვან უწყებაში დასაქმებული პირებისა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ სპეცოპერაციებში (პირის დაკავებაში სამართლებრივად). ის ადამიანებიც მიუთითა, რომლებმაც უშუალოდ გადასცეს ირკალი მამალაძეს თანხა, რომ დაკავებული ყოფილიყო ეს ორი ადამიანი”- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

 

მისი თქმით, საქმეებში, სადაც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა, ერთ-ერთში სასულიერო პირიც ფიგურირებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატი ეკა ლომიძე აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავას თქმით, ირაკლი მამალაძე პირველად აგენტ-პროვოკატორის საქმიანობაში 2005 წლიდან შენიშნა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....