გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, 70 წლის კაცი ოჯახის წევრებმა ქოხში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ნიუპოსტი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ცხედარი გუშინ იპოვეს. მათი ცნობით, გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექპერტიზა დაადგენს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.