ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილს შევხვდი ნიუ იორკში, ასეთ პერსონას მეორეს არ ვიცნობ”

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

“სააკაშვილს შევხვდი ნიუ იორკში. არ ვიცი მერამდენედ, არ დამითვლია, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ასეთ შთამბეჭდავ და მასშტაბურ პერსონას მეორეს არ ვიცნობ. აქვე აღვნიშნავ, შეიძლება მოგწონდეს ან არა, მაგრამ მასშტაბს ვერ ხედავდე და არ აღიარებდე – ან პერსონალური სიძულვილისგან თვალებდაბინდებაა, ან გონებასუსტობა.

უკრაინას რაც შეეხება, ისეთი თვალებანთებული და თვითდარწმუნებული მელაპარაკა, კარგა ხანია ასეთი არ მინახავს. აშკარად საჩუქრი გაუკეთა პოროშენკომ და არ იცის. ჯერ, ყოველ შემთხვევაში და არ გამოვრიცხავ, მალე გაიგოს” – წერს გვარამია.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

იტვირთბა....