ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში მსუბუქი ავტომანქანა დაცხრილეს

ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, მსუბუქი ავტომანქანა დაცხრილეს. მანქანას მარჯვენა მხრიდან და საქარე მინაზე რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე ავტომანქანაა დაზიანებული. ავტომანქანა, რომელიც დაცხრილეს, ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან გრიბოედოვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

ვახტანგ გორგასლის ქუჩის მონაკვეთი, ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის, ამ დროისთვის გადაკეტილია.

იტვირთბა....