ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“უწმინდესს ჰქონდა სურვილი, თავდებით ეშუამდგომლა, რომ მამა გიორგი ციხეში არ ყოფილიყო”: ციანიდის საქმის მოწმე

“უწმინდესს ჰქონდა სურვილი, თავდებით ეშუამდგომლა, რომ მამა გიორგი ციხეში არ ყოფილიყო”- ეს განცხადება, ე.წ. ციანიდის საქმის მოწმემ, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ტარას შავშიშვილმა გააკეთა. შავშიშვილი “რუსთავი2”-თან საუბრისას ამბობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ პატრიარქს უნდოდა, რომ სასამართლოსთვის თავდებით ეშუამდგომლა და ბრალდებული მამა გიორგის საპატიმრო დაეტოვებინა, თუმცა გამოძიება გაგრძელებულიყო.

„როდესაც მამა გიორგი დააკავეს, უწმინდესს ჰქონდა სურვილი, რომ თავდებით ეშუამდგომლა სასამართლოსთვის, რომ გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი გარეთ გამოსულიყო, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო მონასტერი, ან რაღაც ადგილი, ციხეში არ ყოფილიყო. ამაზე იყო საუბარი, შემდეგ გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რასაც მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, საპატრიარქოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. შემდეგ უკვე ამ თემაზე საუბარი მორჩა,“- განაცხადა ტარას შავშიშვილმა.

წყარო: “რუსთავი 2”

იტვირთბა....