ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ყოფილი მერი ავარიის შედეგად მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ავარიის შედეგად დაშავებულ თბილისის ყოფილ მერს ვანო ზოდელავას თავზე ოპერაცია ჩაუტარდა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ვანო ზოდელავას ავარიისას დაშავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა ზაზა შენგელიამ გაავრცელა.

“ღამით, ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო ზოდელავა, მარჯვენასაჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმ მანქანის მძღოლი რომელსაც ეს ტაქსი შეეჯახა – გარდაიცვალა და მარჯვენასაჭიანი ტაქსის მძღოლმა, რომელშიაც ვანიკო იჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მხოლოდ”, – წერს ზაზა შენგელია.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ივანე ზოდელავა თბილისის მერი 1998-2004 წლებში იყო.

იტვირთბა....