ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ემზარ კვიციანის პოსტს და ვანო ჯავახიშვილის წინააღმდეგ გამოთქმულ მუქარას ეხება.
“ბევრჯერ მითქვამს, რასაც რუსთავი-2 და კონკრეტულად, ვანო ჯავახიშვილი აკეთებს, ეს არაა არც იუმორი და არც ჟურნალისტიკა. მთელი 1 წლის მანძილზე მიზანმიმართულად გვებრძოდნენ, ვითომ კომედიური ჟანრის ქვეშ. სინამდვილეში, სააკაშვილის ბინძურ დავალებას ასრულებდნენ. “იუმორი” მათთვის პოლიტიკური ოპონენტების განადგურების, მათი იმიჯის დაზიანების საშუალებაა და სხვა არაფერი. ეს “იუმორი” ფული ღირს. ეს “იუმორი” პოლიტიკური დაკვეთაა და ამ დაკვეთაზე, მის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებზე ღიად ვისაუბრებ მომავალი კვირიდან.
P.S. რასაც ვანო ჯავახიშვილი იუმორს უწოდებს, ის სინამდვილეში ცილისწამება, ტყუილი, ადამიანების აბუჩად აგდება, ღირსების შელახვა, დამცირებაა და ეს დასჯადი დანაშაულია. რეალურად ესაა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ.”
შეგახსენებთ, როგორც “პატრიოტთა ალიანსის’ ერთ-ერთმა ლიდერმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, როომ გიორგი სანაიას შემდეგ შესაძლოა ვანო ჯავახიშვილის მკვლელობა იგეგმებოდეს.