საზოგადოება

“ვანო ჯავახიშვილი – მომავალი მსხვერპლი გიორგი სანაიას შემდეგ”: ემზარ კვიციანი უცნაურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში საკმაოდ უცნაურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მეგობრებო დიდი ყურადღება გვმართებს!
შესაძლებელია საქართველოს ამჟამინდელი, და ბოლო 25 წლის მტერი საქართველოსი, სახელად სოროსი, გადავიდეს რადიკალურ ზომებზე! მისი ძალები საგრძნობლად შესუსტდა მთელ მსოფლიოში, და ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მოიმოქმედოს? სისხლის ღვრა ახასიათებთ! უახლოესი წარსული გაიხსენეთ, გიორგი სანაია. ვინ შეიძლება იყოს მომავალი მსხვერპლი სანაიასავით? ყველამ თქვენი კომენტარი გააკეთეთ, მე ვფიქრობ, რომ ვანო იქნება ჯავახიშვილი. ასე თუ ისე ნიჭიეი მასხარაა და ახალგაზრდობას შეაყვარა თავი და პიარსაც გვარამია პროკურორის ტელევიზია სერიოზულს ააგორებს! სუსს, შსს-ს, პროკურატურასა და სასამართლოს დაბლოკავენ ისევე, როგორც ჟვანიას შემთხვევაში, შარაძისა და უამრავი მკვლელობის გაუხსნელობით ფაქტები გვახსოვს სააკაშვილის პერიოდიდან! წარმოიდგინეთ, ჟურნალისტების 90% რამხელა დაფინანსებას მიიღებენ და როგორ გააპრავებენ ყოველივეს და როგორ აღმოჩნდება უდანაშაულო ადამიანი ციხეში! და საქართველო ისევ მათ საჯირითო ველად იქცევა! ამიტომ ვაფრთხილებ სპეცსამსახურებს და კერძოდ იმ სავარაუდო მკვლელს, რომელიც მიჩენილია რუსთავი ორის თვალყურისთვის, როცა ბრძანებას მიიღებ ეს ბრძანება იქნება უკანონო და არ შეასრულო, უბრალოდ გამოდი და ამხილე ვინც შეგიკვეთა! პირობას გაძლევ, რომ ყველა პატრიოტი გვერდში დაგიდგებით და დაგიცავთ! ყველამ იქ იმ ადგილზე ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე სადაც ვართ, და აუცილებლად გავიმარჯვებთ! დიდება ღმერთს!!!”

emzara

იტვირთბა....