ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა

ცოტა ხნის წინ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სხდომაზე გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ სემეკ-მა “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაუდგინა. თბოელექტროსადგურებისთვის, “ყაზბეგი გაზისთვის”, “დუშეთი გაზისთვის” და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ერთიანი ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ს გარეშე).  ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ 0.5 თეთრით გაიზარდა.

დღეს, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არ იცის ბუნებრივი აირის გაძვირების შემთხვევაში, იქნება თუ არა სუბსიდირება. კალაძის თქმით, ამის შესახებ მოქმედს მინისტრს უნდა ვკითხოთ.

“მეტრონომი” სამოხმარებლო გაზზე ტარიფის გაძვირების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა. ჩვენთან საუბარში ექსპერტები ბუნებრივ აირზე ივლისში ტარიფის მომატებას წინასწარმეტყველებდნენ.

იტვირთბა....