დედოფლისწყაროში ახალშობილის ცხედარი 13 ივლისს შემთხვევით იპოვეს. ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ პოლიცია საქმეს, დედის მიერ შვილის განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
გარდაცვლილი ბავშვის დედის ვინაობა, ასევე მომხდარი დანაშაულის დეტალები პოლიციისთვის, სავარაუდოდ, ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცველები მომხრდარის შესახებ არ საუბრობენ.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.