ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რატომ წავედი საქართველოდან?” – სააკაშვილმა ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა

“გიგი უგულავამ სანამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს”, – ასეთი განცხადება გააკეთა გუშინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში.
რატომ გაურბის სამართლებრივ შეკითხვებს სააკაშვილი? – ამ კითხვაზე მან უპასუხა რომ ის ყოველთვის შორს იქნება ივანიშვილის პროკურატურისგან.

“შორს ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის პროკურატურისგან, მაგრამ ახლოს ვიქნები, როდესაც ქართველი ხალხი დამიძახებს. ვინმეს გახსოვთ ბაჩო ახალაია რომელი მუხლით ზის? ან რომელი მუხლით ზის ციხეში ვანო მერაბიშვილი? იმიტომ, რომ ასე უნდოდა ივანიშვილს. გიგი უგულავა რატომ გამოუშვეს? სანამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ უშვებდნენ. ”ქურდს შეაგინებ? – გამოდი მაშინ”, – მათი აზროვნება არის ქურდული, მათი კანონები არის ქურდული. ამიტომ არის, რომ ისევ გახშირდა კრიმინალი”, – განაცხადა სააკაშვილმა.
“საქართველოდან წავედი იმიტომ, რომ მე დავამთავრე ჩემი ორი საპრეზიდენტო ვადა. მიმაჩნია, რომ არამხოლოდ მე უნდა დამესვენა, არამედ მივეცი საშუალება ქართველ ხალხს, რომ ჩემგანაც დაესვენა. მე 9 წლის განმავლობაში მასშტაბურად ვიყავი მათ ცხოვრებაში. მე ვფიქრობ, ყოველთვის სასარგებლოა მმართველებისგან დასვენება, ხანდახან მმართველებისთვისაც სასარგებლოა დასვენება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....