ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძე წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძე ოფიციალურად წარადგინა. კანდიდატის ოფიციალური დასახელების ცერემონია მთაწმინდაზე გამართა.  ის მოსახლეობას პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, წარუდგინა.

„დღეს უკვე ოფიციალურად მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი პარტიის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის“, წევრი, კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე კახი კალაძე… კახი კალაძე აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვნად დაატყობს ხელს თითოეული თბილისელის ცხოვრებას,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კახი კალაძე დედაქალაქისთვის საარჩევნო სლოგანით “ჩემი ოცნების თბილისი” იბრძოლებს. მან მმართველ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.

„2017 წელს ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ვიბრძოლებთ თბილისის გამარჯვებისთვის. ჩემი მიზანი და ვალდებულებაა, თბილისი ისე ავაშენოთ, რომ ქალაქის წარსული, აწმყო და მომავალი, ტრადიციები და სიახლეები ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს“,- განაცხადა კახი კალაძემ.

დღეს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა კახი კალაძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

იტვირთბა....