ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვარკეთილში მამაკაცი მოკლეს

ვარკეთილში 41 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ქუჩაში იპოვეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიუხედავად, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

იტვირთბა....