საბერძნეთში დანაშაულებრივი ჯგუფის 8 წევრი დააკავეს, რომლებიც მაღაზიებსა და ბინებს ძარცვავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის სამართალდამცავი სტრუქტურები ავრცელებენ.
მათი ცნობით, ჯგუფის წევრები შეაიარაღებულნი იყვნენ. ათენის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 7 საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები არიან.
დაკავებულებს შეიარაღებული ძარცვა, მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და ნარკოტიკების შენახვა ედებათ ბრალად.