ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში ძარცვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გუშინ თურქმა სამართალდამცველებმა ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ მანქანებისა და სახლების ძარცვა.

როგორც თურქული მედია წერს, დაკავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის ერთი დაკავებული ქალია.

პოლიციამ დამნაშავეების იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მეშვეობით შეძლო. დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ამოღებულია ოქროულობა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები.

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, დაკავებულები ამჟამად ანტალიის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. როგორც საელჩოში აცხადებენ, ისინი დაკავებულებს სურვილის შემთხვევაში ადვოკატის აყვანაში დაეხმარებიან.

 

იტვირთბა....