ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ევროპის ქვეყნებში მიმავალთა საყურადღებოდ: როუმინგის გადასახადი გაუქმდა

ევროკომისიის სპეციალურ განცხადებაში ღნიშნულია, რომ  მობილურ ოპერატორების აბონენტებისთვის დაწესებული როუმინგის გადასახდი ევროკავშირში გაუქმდა.

“ევროკავშირი ადამიანებს ცხოვრებას უფრო უმარტივებს. ეს აქტი ევროპული წარმატებაა. ამიერიდან მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებში მიემგზავრებიან, მობილური მოწყობილობების მეშვეობით დაკავშირებას, წერას და კომუნიკაციას იმავე ფასად შეძლებენ, როგორც სახლის ტერიტორიაზე. “, – წერია განცხადებაში.

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის თქმით, გადასახადის გაუქმებას ისტორიული უწოდა. ის ამაზე საკუთარ Twitter-ზე წერს.

“მშვიდობით, როუმინგ! ისტორიული დღეა ხვალ, ევროკავშირში როუმინგის გადასახადი უქმდება”, – წერს იგი.

შეგახსენებთ, როუმინგზე ფასების გაუქმების თაობაზე კანონპროექტის გაუქმებას ევროპის პარლამენტმა მხარი ჯერ კიდევ გასული წელს დაუჭირა.

იტვირთბა....