ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის მერიასთან სუვენირებით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმის მერიასთან სუვენირებით მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მერია მათ ერთი თვის წინ ახალი ჯიხურების გადაცემას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ.

ტურისტული სეზონი კი დაიწყო და ისინი ამის გამო მუშაობას ვერ ახერხებენ.  ერთი თვის წინ, ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან, ქალაქის მერიის სამსახურებმა სუვენირებით მოვაჭრეთა ჯიხურები აიღეს. პროცესი სამართალდამცველების თანხლებით მიმდინარეობდა, რადგან ჯიხურების აღებას მოვაჭრეთა უკმაყოფილება მოჰყვა.

იტვირთბა....