ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რატომ შეჩერდა ესტაკადის მშენებლობა: მერიაში მთავრობის სხდომაა

თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას მიჰყვას. მან თბილისში ესტაკადის მშენებლობა მიმოიხილა, ასევე, პეკინის გამზირის რეაბილიტაციაზე ისაუბრა.

დავით ნარმანიას განცხადებით, ესტაკადის მშენებლობა შეჩერდა პროექტის ანალიზის საფუძველზე.

მისივე განმარტებით, პროექტი ესტაკადის მშენებლობისთვის 87 საღი ხის მოჭრას ითვალისწინებდა, სწორედ ამიტომ თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, კარტოზია-ცინცაძის ქუჩების კვეთაზე ესტაკადა აღარ აშენებულიყო.

რაც შეეხება კომპანია ზიმოსთვის გადარიცხულ მილიონ ლარს, რომელიც ესტაკადის მშენებლობისთვის გამოიყო, თბილისის მერი განმარტავს, რომ თანხის გადარიცხვა საბანკო ვალდებულებებით მოხდა და პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში, თანხა ბიუჯეტს დაუბრუნდება.

თბილისის მერის განმარტებით, ესტაკადის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხა სხვა მნიშვნელოვან პროექტებს მოხმარდება.
ამავდროულად, დავით ნარმანიას განმარტებით, პეკინზე რეაბილიტაცია 16 ივნისს დაიწყება. მისი თქმით, პეკინის გამზირზე მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კერძოდ, წყალი, გაზი და „თელასის“ კაბელები, რის შემდეგაც მისი განმარტებით, აღდგება გზის საფარი.

იტვირთბა....