ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა რისკებზე საუბრობს ვენეციის კომისია: კომისიის დასკვნა ცნობილი ხდება

“არსებობს რისკი, რომ პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი. გათვალისწინებული უნდა იყოს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა”, – ასეთი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა, რომელშიც ვენეციის კომისია ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედებასა და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას.
“საქართველოს აკლია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. არსებობს რისკი იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობის დომინირებას ექნება ადგილი და მომავალში გათვალისწინებული უნდა იყოს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის გაძლიერების შესაძლებლობა, მაგალითად, პარლამენტის მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში.

იტვირთბა....