ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„გირჩის“ რელიგიური ორგანიზაცია გასაბერი ეკლესიის ყიდვას აპირებს

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ გასაბერი ეკლესიის ყიდვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიბლიური თავისუფლების“ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ხელისუფლება ცდილობს ბიბლიურ თავისუფლება წარმოადგინოს არარეალურ რელიგიურ ორგანიზაციად. უღმერთო ადამიანები არგუმენტად ცდილობენ გამოიყენონ ტრადიციული რელიგიური დენომინაციებისათვის დამახასიათებელი ატრიბუტების არქონა.

ბიბლიური თავისუფლების იერარქების ლოცვა-კურთხევით გადაწყდა საღვთო მსახურებისთვის შევიძინოთ ეკლესია, რომლის გამოყენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს ბიბლიური თავისუფლების 500-მდე მღვდელმსახურს.

რაციონალური მსჯელობის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ეკლესია იყოს მობილური და იაფი. ბაზარზე არსებული არჩევანებიდან ასეთია გასაბერი ეკლესია.

პროექტის რისკი: უღმერთო და შურიანი ადამიანები სადგისით, რაც დაძლევადია ვულკანიზაციების არსებობის პირობებში.

SWOT ანალიზზე დაყრდნობით გადაწყდა შევიძინოთ გასაბერი ეკლესია.

პროექტის ღირებულება შეადგენს $3000-ს

შეეწიეთ ეკლესიას ამ საშვილიშვილო საქმის აღსასრულებლად”- ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....