“ვინც არ უნდა წარადგინოს, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ, იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა ოპოზიციური პარტია, ჩვენს კანდიდატს ვერანაირი კონკურენტი ვერ ეყოლება”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მერობის კანდიდატად ჟურნალისტ ზაალ უდუმაშვილის წარდგენას აპირებს.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნების“ კანდიდატს“ კონკურენტი არ ეყოლება.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული გეგმები. რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ ვინც არ უნდა წარადგინოს, იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ თუ სხვა ოპოზიციური პარტია, ჩვენს კანდიდატს ვერანაირი კონკურენტი ვერ ეყოლება. ჩვენი პროგრამა მინიმუმია – პირველ ტურში თბილისში გამარჯვება და ეს აუცილებლად შესრულდება“,- აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, ზაალ უდუმაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა. მან დაადასტურა, რომ “ნაცმოძრაობიდან” მერობის კანდიდატურაზე შეთავაზება მიიღო, თუმცა როგორც უდუმაშვილი ამბობს, მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი დათანხმდება თუ არა აღნიშნულ წინადადებას.