ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, „სოკარ ენერჯი ჯორჯია“-ს უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა თვალთვალს ვინმე აფგან მუხტარლიზე”

კომპანია “სოკარ ენერგი ჯორჯიას” პრესსამსახური აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე  განცხადებას ავრცელებს:

 

„გარკვეული სააგენტოების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, „სოკარ ენერჯი ჯორჯია“-ს უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა თვალთვალს ვინმე აფგან მუხტარლიზე.

ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ცილისწამება, არ შეესაბამება სინამდვილეს და “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” მომხდართან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ზემოაღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს“, – აღნიშნულია კომპანიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. დღეს ბაქოს საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს  143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა -გამშვებ პუნქტზე.

 

იტვირთბა....