ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“NATO-ს საქართველოსთვის მხარდამჭერი დეკლარაცია უპრეცედენტო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის”

„ხვალიდან თბილისში იწყება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატოს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, პროგრესის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება. ასევე აღიარება იმ დამოკიდებულებების, რაც ნატოს საქართველოსთან მიმართებაში გააჩნია“, – ასეთი განცხადება გააკეთა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც ამავდროულად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელია.

მისი თქმით, 2002 წლის შემდეგ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს.

„ნატოს ისტორიაში, მხოლოდ ოთხჯერ, ნატოს არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და 2002 წლის შემდგომ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. დღეს, ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართება და უკვე ხვალიდან ეს ცენტრი გადმოინაცვლებს თბილისში. ეს არის მართლაც ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ამ დღეს დიდი სიხარულით ვხვდებით“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული.

„როგორც წესი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიაზე არ იღებს რეზოლუციასან დეკლარაციას. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პატივი და ამ ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი სესიაშვილმა.

ნატოს საპარლამენტო სესიაზე საქართველოს 600-მდე დელეგატი ეწვევა. მათ შორის 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის დეპუტატები, ასევე, 20 არაწევრი,ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლები. საპარლამენტო ასოციაციის სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრიდა პარლამენტის თავმჯდომარე. ნატოს წევრი ქვეყნების დეპუტატები ეწვევიან ოკუპირებულ ზოლს და გაეცნობიან ყველა იმ მიღწევებს და წარმატებებს, რაცსაქართველოში მიმდინარეობს.

იტვირთბა....