ახალი ამბები მთავარი სამართალი

მთაწმინდაზე მანქანაში გაჩენილი ცეცხლი ლოკალიზებულია

მთაწმინდაზე, „მერსედესის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “მეტრონომს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს,  ხანძარი ლოკალიზებულია.

მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მთაწმინდაზე ავტომობილს ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაუჩნდა და მისი ლოკალიზებაც მალევე მოხდა.

იტვირთბა....