როკჯგუფი “აეროსმიტი” ქართველ მსმენელს მადლობას “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე უხდის.
“დიდი მადლობა ბათუმის “ლურჯ არმიას”, საქართველოსა და “ბლექ სი არენას” არაჩვეულებრივ თანამშრომლებს. შემდეგი გაჩერება “ოლიმპისკი” – მოსკოვი, რუსეთი, 23 მაისს. იქ შევხვდებით!”- აღნიშნულია “აეროსმიტის” “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში.
“ბლექ სი არენაზე” როკჯგუფ “აეროსმიტის” კონცერტი 20 მაისს გაიმართა. როკჯგუფი მსმენელის წინაშე საათნახევრიანი პროგრამით წარსდგა.
https://www.youtube.com/watch?v=dSgqRayBerU