ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა რატი ბრეგაძემ წევრი სახელმწიფოების ასამბლეაზე

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში დღეს დაიწყო. მინისტრი ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. „თხუთმეტი წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, რის შედეგადაც საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მოსამსახურეები მათ წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების მსხვერპლნი გახდნენ. ICC-ის პროკურორის ოფისთან ინტენსიური თანამშრომლობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. კერძოდ, 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის” მიმართ აგვისტოს ომის დროს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და გამოიკვეთა რუსი გენერალ-მაიორის პასუხისმგებლობა. 2022 წლის 16 დეკემბერს ICC-ის პროკურორმა დაასრულა გამოძიება აგვისტოს ომში საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის თუ სხვა ნებისმიერი სახის გადაცდომის გამოვლენის გარეშე”, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ. მინისტრის თქმით, საქართველოში დიდია მოლოდინი, რომ გამოცემული დაკავების ორდერები ოპერატიულად აღსრულდება. იუსტიციის მინისტრმა სამართლის უზენაესობის და მსხვერპლთა დაცვის საკითხში ICC-ის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სასამართლოსთან სამომავლო თანამშრომლობის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა. მიმდინარე წლის 4-14 დეკემბერს ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეა იმართება, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

„კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია, რაც კახეთის მაგისტრალის მშენებლობის მნიშვნელოვანი პროგრესის დასტურია. გეგმაზომიერად მიმდინარეობს დარჩენილი ორი მონაკვეთის მშენებლობაც და ყველანაირი საფუძველი
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სამხედროები რუსთავის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სამხედროები რუსთავის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება და სამხედრო მოსამსახურეების სკოლებში მოსწავლეებთან ინფორმაციული შეხვედრები წარმატებით
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იურიდიულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მიგელ დე სერპა სოარესს შეხვდა

რატი ბრეგაძემ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს გააცნო იუსტიციის სამინისტროს როლი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განვითარების პროცესში და ამ კუთხით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კომუნიკაცია არ შემიწყვეტია ნიკასთან… კონკრეტული კონფიგურაცია ძალიან მალე გამოჩნდება“ – ხატია დეკანოიძე

პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ნიკა მელიას შესახებ ისაუბრა. „ნიკა არის გამორჩეული პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი ენერგიის ჩადება მათ შორის ადამიანებთან ურთიერთობაში,
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს არანაირი ელექტორალური გავლენა არ ექნება“ – ლევან ბეჟაშვილი მელიას წასვლაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი პარტიიდან ნიკა მელიას წასვლას გამოეხმაურა. „მთელი ამ 9 თვის განმავლობაში, მიმდინარეობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამალებული კამპანია და ლოგიკური შედეგით
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„არ ვყოფილვარ ბილბორდზე, მაშინ ბილბორდზე ვინ იქნებოდა, მთელი კონკურსი იყო“ – გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

„არ ვყოფილვარ ბილბორდზე, მაშინ ბილბორდზე ვინ იქნებოდა, მთელი კონკურსი იყო. საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც არ არის დაქვემდებარებული პარტიულ ხაზს. ვთვლი, რომ მისი
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„პრეზიდენტმა სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს“ – გიორგი გახარია

„არ ვყოფილვარ ბილბორდზე, მაშინ ბილბორდზე ვინ იქნებოდა, მთელი კონკურსი იყო. საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც არ არის დაქვემდებარებული პარტიულ ხაზს. ვთვლი, რომ მისი
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და ენმ კიდევ უფრო დაშლილია, ეს კარგია პოლიტიკისთვის“ – არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას წასვლის შესახებ ისაუბრა. „მე ასე ვხედავ – სააკაშვილი ცდილობს, მაქსიმალურად არიოს თავის პარტიაში ვითარება, რათა დაამტკიცოს
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ის არის ღირებული პოლიტიკოსი, წარმატებებს ვუსურვებ მას“ – სალომე სამადაშვილი ნიკა მელიაზე

„ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ნიკა მელიასა და მასთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხის შესახებ ისაუბრა. „ნიკა მელია, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი მოთამაშე გასული წლების მანძილზე