პარლამენტარმა ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ნიკა მელიას შესახებ ისაუბრა.
„ნიკა არის გამორჩეული პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი ენერგიის ჩადება მათ შორის ადამიანებთან ურთიერთობაში, ველზე, ხალხთან ურთიერთობაში და თქვენ იცით, რომ პოლიტიკოსი ფასდება იმით, რა წონა აქვს საზოგადოებაში და რა დამოკიდებულება აქვს მას ხალხთან, მე ეს მაგალითი ვნახე გლდანში, მე ეს მაგალითი ვნახე თბილისში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღირებული წონის მატარებელი პოლიტიკოსია.
რაც შეეხება ჩვენს კომუნიკაციას – მე კომუნიკაცია არ შემიწყვეტია ნიკასთან მაშინაც კი, როდესაც პარტიიდან წამოვედი ან მოხდა ის არჩევნები, რომელიც მოხდა. ამიტომ კონკრეტულ კონფიგურაციაზე წინასწარ თქმა არ მინდა, მე ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც ხედავდით მთელი ამ დღეების განმავლობაში და ნიკასთან, რა თქმა უნდა, მაქვს და მექნება კომუნიკაცია და კონკრეტული კონფიგურაცია ძალიან მალე გამოჩნდება,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

