„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი პარტიიდან ნიკა მელიას წასვლას გამოეხმაურა.
„მთელი ამ 9 თვის განმავლობაში, მიმდინარეობდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამალებული კამპანია და ლოგიკური შედეგით დამთავრდა. იმთავითვე ცნობილი იყო მათი სტრატეგია, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ პარტიისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ და შემდგომ გასულიყვნენ და ცალკე პარტია შეექმნათ, აქ საზოგადოებისთვის ახალი არაფერი არ არის – ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა პარტია. ასეთი ფაქტები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში რამდენიმე ეტაპად განხორციელებულა და არცერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ გამოუტანია. ასეთ დესტრუქციულ ქმედებებს, რაც გუშინ ვიხილეთ – 9-თვიანი კამპანიის დაგვირგვინების ფონზე, არანაირი ელექტორალური გავლენა არ ექნება,“ – განაცხადა ბეჟაშვილმა.