aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

„არ ვყოფილვარ ბილბორდზე, მაშინ ბილბორდზე ვინ იქნებოდა, მთელი კონკურსი იყო“ – გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„არ ვყოფილვარ ბილბორდზე, მაშინ ბილბორდზე ვინ იქნებოდა, მთელი კონკურსი იყო. საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც არ არის დაქვემდებარებული პარტიულ ხაზს. ვთვლი, რომ მისი პოზიცია არის ჯანსაღი პოზიცია. ნებისმიერი ქვეყნისთვის პრეზიდენტის პატიმრობა, ყოველთვის რეპუტაციული პრობლემაა, ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ რეპუტაციული პრობლემაა, როდესაც პრეზიდენტი მოქალაქეობას იცვლის და სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ კარიერას აგრძელებს. რეპუტაციული პრობლემაა, როდესაც ამ პრეზიდენტის პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ გამოუშვით ან ვერ მიიღებთ ევროპულ პერსპექტივას. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლის უფლება, მაგრამ, მე არ ვთვლი, რომ დღეს პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. მიშა სააკაშვილს აძლევენ უფლებას ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია აწარმოოს სასამართლო დარბაზიდან“, – განაცხადა „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ Youtube-არხზე გავრცელებულ ინტერვიუში.

იტვირთბა....