სომხეთის საელჩო სიცრუეს უწოდებს ცნობას, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში იარაღი გადააქვთ
დეზინფორმაციაა ინფორმაცია თითქოს საქართველოდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკა გადააქვთ – ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის საელჩომ საქართველოში. საელჩო საქართველოში ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან.

