“მობილობის ზრდასთან ერთად, იზრდება დაავადებულთა რაოდენობა და იზრდება დაავადების გავრცელება, ამას ვერ გავექცევით, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობის ფასად განათლება სრულიად უნდა გავწიროთ, განათლებას თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს საზოგადოებაში.”
ხათუნა ზახაშვილი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი
როგორც ზახაშვილმა აღნიშნა, თუ მცირე ასაკის ბავშვებს მიეცემა მობილობის უფლება, ისინი ივლიან სკოლაში, იქ დაცული იქნება ადეკვატური პირობები ისე, რომ ამ ბავშვებში გავრცელების რისკი შემცირდება.