“პირდაპირ გეტყვით, რას ემსახურება, მე არ მაქვს იმის ფული, რომ ბანერები გამოვაკრა. ვერც ერთ ბანერზე თქვენ ვერ მნახავთ. იმისთვის, რომ მივიქციო ხალხის ყურადღება, მე მომიწევს, ვიყო ცოტა ეპატაჟური, მიუხედავად იმისა, რომ ეს პოლიტიკაში არ მიყვარს და მგონია, რომ ეს ცუდია.”
გედევან ფოფხაძე – პარტია ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის აღმასრულებელი მდივანი
ამის შესახებ ფოფხაძემ “TV პირველის” ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მას აქვს პრეტენზია იყოს სპარტაკი და ხალხს მოუტანოს თავისუფლება.