მთავარი ციტატა

“სამინისტროში ვცდილობთ, რომ მუშაობის დისტანციური მეთოდები გამოვიყენოთ და ასევე რჩევას ვაძლევთ სხვა ბიზნესებსაც” – გაბუნია

“მოწოდება #დარჩისახლში, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, განსაკუთრებით აჭარაში, სადაც ინფექცია მეტად არის გავრცელებული მნიშვნელოვანია. ჩვენ სამინისტროში ვცდილობთ, რომ მუშაობის დისტანციური მეთოდები გამოვიყენოთ და ასევე რჩევას ვაძლევთ სხვა ბიზნესებსაც, რადგან ვიცით, რომ ვირუსის გავრცელება პირდაპირ კავშირშია მობილობასთან და იმასთან თუ რამდენად აქტიურია სოციალური ცხოვრება. სწორედ ახლა არის ის პერიოდი, როცა ჩვენ ზომიერად შემზღუდავი ღონისძიებებით შეგვიძლია ინფექციის გავრცელება შევაკავოთ.”

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

როგორც გაბუნიამ აღნიშნა,  აჭარაში 1 კვირაზე მეტია, რაც დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები ამოქმედდა და სულ მცირე კიდევ 1 კვირაა საჭირო, რომ შედეგი დავინახოთ.

იტვირთბა....